"ლეიბორისტული პარტია" ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს ბიძინა ივანიშვილის პასუხისგებაში მიცემის შესახებ მიმართავს, - აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი.
ნათელაშვილის თქმით, პარტია ყველა ხმის გადათვლასა და საარჩევნო ბიულეტენის გახსნას მოითხოვს.
"ჩვენ მოვითხოვთ ყველა ხმების გადათვლას, ბიულეტენების გადათვლას მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ შევიტანთ სარჩელს ევროპის სასამართლოში არჩევნების მასობრივ გაყალბებაზე.
"ლეიბორისტული პარტია" მიმართავს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების დაყადაღებისა და მისი პასუხისგებაში მიცემის შესახებ", - განაცხადა "რუსთავი 2"-თან საუბრისას შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.