ქალაქ მცხეთის მერმა, ავთანდილ ნემსიწვერიძემ, მხარის გუბერნატორმა, გოჩა ზეიკიძემ, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან, დიმიტრი ხუნდაძესთან და ზაქარია ქუცნაშვილთან ერთად ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის დამაკავშირებელი ხიდი გახსნეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის მე-2 კმ-ზე ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დაასრულა.
„ხიდი კომპანია British Petroleum-ის მფლობელობაში არსებულ დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენს კვეთს, რის გამოც პროექტი განსაკუთრებული სიფრთხილით ხორციელდებოდა.
პროექტის ფარგლებში, არსებული სწორკუთხა მილ-ხიდის ნაცვლად მოეწყო ახალი სახიდე გადასასვლელი.
ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზა ქალაქ მცხეთაში გადის და ქალაქის ძირითად სატრანსპორტო არტერიას წარმოადგენს.
ახალი სახიდე გადასასვლელი, უზრუნველყოფს ამ მონაკვეთზე მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას“,-ნათქვამია ქალაქ მცხეთის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2 569 000 ლარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.