სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე კანადის საგარეო უწყების სავაჭრო კომისარს შეხვდა
17-10-2016, 09:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე კანადის საგარეო უწყების აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის დეპარტამენტის სავაჭრო კომისარს, დანიელ ზაჰარჩუკს შეხვდა.

 


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე ქვეყნებს შორის აგრარული მიმართულებით სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

 


"შეხვედრაზე ნოდარ კერესელიძემ დანიელ ზაჰარჩუკს სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ყურადღება სოფლის განვითარების საკითხის პრიორიტეტულობაზე გაამახვილა.

 


შეხვედრაზე საქართველოში კანადური ნედლეულის გადამუშავების, ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის, ქართული თაფლისა და სხვა ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ექსპორტისა და სამაცივრე მეურნეობების განვითარების საკითხები განიხილეს.

 


შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო მესაქონლეობის დარგის განვითარების საკითხებს, ხელოვნური განაყოფიერებისა და გენეტიკური მასალის გაცვლის საფუძველზე საქონლის ჯიშთა გაუმჯობესებისა და გამრავალფეროვნების გზით", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი