თბილისის მთავრობის სხდომაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ეფექტიანობის გაზრდის გზებზე იმსჯელეს.
როგორც სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა სასწრაფო სამედიცინო სამსახურში არსებული ვითარება შეისწავლა და სამსახურის ეფექტიანობის გასაზრდელად საინტერესო კონცეფცია წარმოადგინა. მისი თქმით, გადაიხედება არსებული და ჩამოყალიბდება ახალი, ქმედითი და ეფექტიანი სტრუქტურა; ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, შეიქმნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ქვეფილიალები, გადამზადდება პერსონალი, განახლდება სამედიცინო და სხვა აპარატურა, ინვენტარი, მანქანები, გამკაცრდება კონტროლი როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პერსონალის და მენეჯმენტის მიმართულებით და სხვა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თემურ ბარკალაია გამოძახების ოპერატიულობასთან დაკავშირებით არსებულ ძირითად პრობლემებს შორის ასახელებს ზარის განხორციელებისას პრიორიტეტების არასწორ მინიჭებას, არამიზნობრივ გამოძახებებს, არაკეთილსინდისიერ მძღოლებს, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის ბრიგადებს გზას არ უთმობენ, მოსახლეობის დაბალ ინფორმირებულობას, თბილისის მოსახლეობის ზრდას, მისამართების უზუსტობას, კლინიკებთან და სხვა სტრუქტურებთან რთულ კომუნიკაციას და სხვა.
თემურ ბარკალაიას თქმით, უკვე გაიმართა სამუშაო შეხვედრები თბილისის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოსთან და თბილისის საპატრულო პოლიციასთან, ასევე სხვადასხვა კლინიკების ხელმძღვანელებთან. მისივე თქმით, არსებული ფილიალების ოპტიმიზაციისა და ახალი ქვეფილიალების დამატების მიზნით, მუშავდება თბილისის ახალი სამედიცინო-გეოგრაფიული რუკა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში არსებული საკითხების შესწავლა და მოგვარება თბილისის მერმა ცენტრის ახალ ხელმძღვანელობას ორი კვირის წინ დაავალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.