„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მისი მანქანის აფეთქებაში ბრალდებულის დაკავებას ეხმაურება.
თარგამაძის თქმით, შს სამინისტროს მიერ გავრცელებულმა განცხადებამ "ახალი არაფერი თქვა".
"ველოდებოდით ანონსირებულ დიდი ხნის განმავლობაში, დღევანდელ განცხადებას, რომელმაც ახალი არაფერი არ თქვა სინამდვილეში, რასაც ველოდებოდით. ჩვენ გვახსოვს, რომ ეს ანონსირება ხდება პირველივე საათებიდან, ჯერ კიდევ პრემიერ მინისტრის უმსგავსო განცხადებიდან დაწყებული, როდესაც მან პირდაპირ დასვა ასე ვთქვათ შეკვეთილი ივანიშვილის მიერ ვერსიის აქცენტები, რაზეც შემდეგ ვერ აეწყვნენ. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე უფრო საქმე გაუფუჭათ მათ მიერ ბრალდებული ადამიანის მამამ, რომელმაც თქვა, რომ მის შვილს კავშირები აქვს რუსეთთან და დიდი ხანია რუსეთშია და არა უკრაინაში”,- განაცხადა გივი თარგამაძემ.
თარგამაძის განცხადებით, ის კადრები, რომლებიც შსს-მ გაავრცელა, საკმარისია ვარაუდისთვის, რომ სწორედ იმ კადრებში გადაღებული ადამიანი აფეთქებს მანქანას. თუმცა, თარგამაძის განცხადებით, გაუგებარია, საიდან დადგინდა, რომ აღნიშნული პირი ხეჩუაშვილია. მისი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით, თავად მხოლოდ ერთხელ დაკითხეს, სამედიცინო ექსპერტიზა კი ამ დრომდე არ ჩატარებულა.
„ადამიანი, რომელიც უბრალოდ იმის გამო დააკავეს, რომ მასზე ჰქონდა გაფორმებული ხეჩუაშვილს საკუთარი მანქანა და თქვენ ნახეთ, რომ ბრალი წაუყენეს არა ამ საქმესთან კავშირში, არამედ უბრალოდ იარაღის უკანონო შენახვისთვის. არაფერს არ გამოვრიცხავ ამ იარაღის წარმომავლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ ვნახეთ რეაქცია მისი ოჯახის, ამიტომ რამდენად არის სარწმუნო, რომ თუნდაც რაიმე კავშირშია ჩემს აფეთქებასთან ეს ადამიანი, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში სარწმუნო არაფერია. საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ იმდენად წინასაარჩევნოდ განსაზღვრული იყო ეს ყველაფერი ჩემი აფეთქების ჩათვლით და შემდგომი გამოძიებით, რომ გამოძიებამ პრაქტიკულად ინტერესი არჩევნების ჩატარებისთანავე დაკარგა. რეალურად, მე ერთხელ ვარ დაკითხული მოწმის სახით. პერიოდულად აქვთ ხოლმე გახსენება, რომ სამედიცინო ექსპერტიზა არის ჩასატარებელი. მე არასდროს უარი არ მითქვამს, მაგრამ როგორც ამბობენ, მერე ისევ ავიწყდებათ", -განაცხადა გივი თარგამაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.