„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, არაფერი იცის იმ გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, რომლის მიხედვითაც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად შესაძლოა, „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია დაინიშნოს.
თუმცა, მისი თქმით, თუ ვინმეს აქვს ქვეყანაში ის კვალიფიკაცია, რაც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს სჭირდება, ეს არის ირაკლი ალასანია.
„მე არ ვარ საქმის კურსში. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის კანდიდატურის შერჩევა და დანიშვნა მთლიანად პრეზიდენტის პრეროგატივაა. თუკი მეკითხებით კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ თუ ვინმეს ქვეყანაში ყველაზე მეტად აქვს ამ მხრივ კომპეტენცია, ეს არის ირაკლი ალასანია, განსაკუთრებით იმ ადამიანთა შორის, ვინც ამ თანამდებობაზე დასახელდა“, - განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.