პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, შპს „კოლორპაკმა“ ეტიკეტის, შესაფუთი და სარეკლამო მასალების ბეჭდვა და ტრანსპორტირება დაიწყო
17-10-2016, 10:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, კიდევ ერთმა საწარმომ შპს „კოლორპაკმა“ შეძლო პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდა. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

 

 

შპს „კოლორპაკი“ გაფართოებამდე ბეჭდურ მომსახურებას ახორცილებდა, თუმცა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით ეტიკეტის, შესაფუთი და სარეკლამო მასალების ბეჭდვა და ტრანსპორტირება შეძლო.

 


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილის „კოლორპაკში“ სამუშაო პროცესს გაეცნო და სამთავრობო პროგრამის ფარგლებში შეძენილი ტექნოლოგია და წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა.

 


ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, სამთავრობო პროგრამაში მონაწილეობამ საწარმოს წარმადობა და ასორტიმენტი გაზარდა, ასევე შექმნა ახალი სამუშაო ადგილები. მისი თქმით, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში 205 საწარმოს მხარდაჭერა მოხდა, შეიქმნა 10,000- ზე მეტი პირდაპირი სამუშაო ადგილი და 440 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

 


"კომპანია „კოლორპაკი“ წარმატებით ახორციელებს როგორც, ღვინის, წყლებისა და წვენების ეტიკეტების, ასევე ქაღალდის შესაფუთი მასალების წარმოებას. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, საწარმოში დამატებით 15 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო ჯამურად კომპანიაში 200-მდე ადამიანია დასაქმებული. კომპანიის სამომავლო გეგმები პროდუქციის ასორტიმენტისა და წარმადობის ზრდას მოიცავს, ამასთანავე შპს „კოლორპაკი“ პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.

 


შპს „კოლორპაკი“ თბილისში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 4 500 000 ლარს შეადგენს", - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი