ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო დადგენილება, რომლითაც არის განსაზღვრული ის პროცედურები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება განმეორებით კენჭისყრასა და ასევე არჩევნების მეორე ტურებს.
„კანონმდებლობაში განსაზღვრული სხვა დამატებითი დეტალების მიხედვით იმოქმედებს საარჩევნო ადმინისტრაცია და რა თქმა უნდა საარჩევნო გარემო თითოეული ამომრჩევლისა და ჩართული მხარისთვის იქნება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი”, - განაცხადა ანა მიქელაძემ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტურების და განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები განსაზღვრა. ცესკო-ს ინფორმაციით 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება. რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, 22 ოქტომბერს ჩატარდება. №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) გაიმართება პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) - როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.