ლევან იზორია: ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა საფრანგეთთან უფრო ღრმავდება
18-10-2016, 02:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბათუმის პორტში საფრანგეთის ეროვნული სამხედრო ფლოტის ხომალდი “პრემიე მეტრ ლ’ერი” შემოვიდა. ფრანგულ გემზე ოფიციალურ მიღებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დაესწრო. აღნიშნულ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის ჟან-ივ ლე დრიანის გადაწყვეტილებით, დღესვე ღონისძიების ფარგლებში, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში პასკალ მენიემ ქართულ მხარეს სამთო აღჭურვილობა გადაცა. ფრანგული მხარის საჩუქარი საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ივანე ცხადაძემ ჩაიბარა.

 


„ამერიკული სამხედრო ხომალდის შემდეგ უკვე ფრანგულ სამხედრო ხომალდს ვსტუმრობთ, რაც ნათელი დადასტურებაა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სახელმწიფოები მხარს უჭერენ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესს. ეს ასევე მკაფიო გამოხატულებაა იმისა, რომ გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით, კერძოდ შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ჩვენ ფრანგულ მხარესთან ორმხრივი თანამშრომლობის ძალიან კარგი და ეფექტური გამოცდილება გვაქვს. წელს ერთად ვზეიმობთ საჩხერის სამთო სკოლის ათი წლის იუბილეს. ფრანგებთან ერთად ვგეგმავთ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის სისტემის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ასე რომ ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა საფრანგეთთან უფრო ღრმავდება“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.

 


უწყების ცნობით, ფრანგული სამხედრო ხომალდის საქართველოში შემოსვლის შესახებ სექტემბერში, საქართველოში ვიზიტად მყოფმა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ქართველ კოლეგასთან ლევან იზორიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მქონდა შესაძლებლობა ჩემი კოლეგისთვის მეთქვა, რომ ვაპირებთ ჩვენი წარმომადგენლობის გაძლიერებას შავ ზღვაში. ეს ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი სიმბოლოა. საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო, სანდო და კონსტრუქციულია,“ - განაცხადა მან.

 

 


სამხედრო ხომალდი ექსპლუატაციაში 1981 წლის 5 დეკემბერს შევიდა. „პრემიე მეტრ ლ’ ერი“ პატრულირებას უკვე 25 წელია ახორციელებს. მისი ეკიპაჟი 7 ოფიცრისგან, 58 საზღვაო ოფიცრისგან და 24 მეზღვაურისგან შედგება.

 


თავდაპირველად, ფრანგული ხომალდის მთავარი დანიშნულება და მისია ზღვის სანაპირო წყლებში ნავსაწინააღმდეგო საბრძოლო ამოცანის შესრულება იყო. დღეს კი ხომალდს მრავალმხრივი ფუნქცია აქვს და ისეთ ოპერაციებშია ჩართული, როგორიცაა - სტრატეგიული დანიშნულების წყალქვეშა ძალების მხარდაჭერა; საზღვაო მონაკვეთების მონიტორინგი; ზღვისიქითა ტერიტორიების საზღვაო მონიტორინგი; სამაშველო ოპერაციები და საზღვაო პოლიცია. ფრანგული სამხედრო ხომალდი “პრემიე მეტრ ლ’ერი” ბათუმის პორტს 20 ოქტომბერს დატოვებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი