ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავრობა და გუნდი არის პროდასავლური და ეს აღიარებულია ყველას მიერ დედამიწაზე, ვინც ოდნავ ობიექტურად უყურებს ფაქტორებს.
აღნიშნულით ხადური გამოეხმაურა სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მოწოდებას პროდასავლურ პარტიებისადმი, რომ მათ არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭირონ მხარი.
ფინანსთა მინისტრის თქმით, „ქართული ოცნება“ როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში, ღირსეულად გაართმევს მოსახლეობის ნდობას თავს.
ხადურის განმარტებით, სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და საქართველოს მთავრობამ ბოლო 4 წლის განმავლობაში გადადგა უპრეცედენტოდ დიდი ნაბიჯები ნატო-სა და ევროკავშირის მიმართულებით.
„ასე, რომ არავის დედამიწის ზურგზე, გარდა იმისა, ვისაც არ უნდა ეს დაინახოს, ეჭვი არ ეპარება, „ქართული ოცნების“პროდასავლურობაში. რაც შეეხება საკონსტიტუციო უმრავლესობას, საქართველოს მოსახლეობა არის ბრძენი, მათ ნდობა უკვე გამოუცხადეს „ქართულ ოცნებას“, მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარლამენტში, ასევე მთავრობაში, ღირსეულად გაართმევს ამ ნდობას თავს“, - განაცხადა ხადურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.