ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ერაყის ქალაქ მოსულში მშვიდობიანი მოსახლეობა, შესაძლოა, ცოცხალ ფარად გამოიყენონ, - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯოშ ერნესტმა.
"როგორც ველოდებით, ისინი უყოყმანოდ დააყენებენ სამოქალაქო პირებს დარტყმის ქვეშ ქალაქის დაცვის დროს. შესაძლოა, გამოიყენონ უზნეო და საშიში ხერხები იმისთვის, რომ ქალაქი შეინარჩუნონ", - განაცხადა ერნესტმა.
პრესმდივნის თქმით, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო კოალიცია, ეცდება, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადაარჩნოს.
გაერო-ს შეფასებით, მოსულის გათავისუფლების ოპერაციის ჰუმანიტარული შედეგები შესაძლოა 1,2 მილიონ ადამიანს შეეხოს. უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანია დარჩენილი ქალაქში. "ისლამური სახელმწიფოს" მიერ მოსულის დაკავებამდე ქალაქში ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ექსტრემისტებმა მოსულზე კონტროლი 2014 წელს დაამაყარეს.
ერაყის ქალაქ მოსულის გასათავისუფლებლად ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა სახმელეთო ოპერაცია გუშინ დაიწყეს.
ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის განმათავისუფლებელ ოპერაციაში ერაყის არმია და ადგილობრივი პოლიციის ძალები მონაწილეობენ.
მოსული ერაყში ISIS-ის უკანასკნელი მსხვილი დასაყრდენია, ამიტომ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ქალაქის გათავისუფლება ექსტრემისტებისგან მთელი ერაყის გათავისუფლებას ნიშნავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.