20 მლნ ევრო თბილისის 25-მდე საჯარო სკოლისთვის - ნოდარ ხადურმა სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს ხელი მოაწერა
18-10-2016, 03:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის სახელით ქვეყნის მთავარმა მენეჯერმა, ვიტომირ მაილს რაგუზმა სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს „თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაზრდის პროექტის“ დასაფინანსებლად მოაწერეს ხელი.

 


ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეთანხმებების ფარგლებში, საქართველოსთვის გამოყოფილი იქნება 20 მილიონი ევროს ოდენობის რესურსი, რომლითაც თბილისის 25-მდე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-გამაგრება და აღნიშნულ სკოლებში ენერგოეფექტურობის გაზრდა იგეგმება.

 

 

"14 მილიონი ევრო ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი სესხია, ხოლო 6 მილიონი ევრო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პარტნიორობის ფონდიდან (E5P) გამოყოფილი გრანტი.

 


აღნიშნული რესურსი, რომელსაც, ასევე, ემატება 2 მილიონი ევროს ღირებულების საქართველოს თანამონაწილეობა, შესაძლებლობას გვაძლევს განხორციელდეს თბილისის 25-მდე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-გამაგრება და აღნიშნულ სკოლებში ენერგოეფექტურობის გაზრდა. პროექტის მთავარი ამოცანაა, გაუმჯობესდეს სასწავლო გარემო, სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოება და პედაგოგთა სამუშაო პირობები.

 


პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი; გაუმჯობესდება შერჩეული/გარემონტებული სკოლების მდგრადობა; შემცირდება თბილისის სკოლების ინფრასტრუქტურული მოწყვლადობა სეისმური აქტივობების მიმართ; სულ მცირე 40%-ით შემცირდება ენერგიის მოხმარება შენობებში.

 


ეს არის პირველი პროექტი, რომელიც СEB-ის დაფინანსებით განხორციელდება საჯარო სექტორში, ხოლო მეორე პროექტი, რომელიც E5P-ს თანადაფინანსებით განხორციელდება. პირველი პროექტის ფარგლებში, E5P-ის ფონდიდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, გამოყოფილი გრანტით, მიმდინარეობს თბილისის ავტოპარკის განახლება.

 


აღნიშნული პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო" განახორციელებს", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

 


ხელმოწერის ცერემონიას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი შალუტაშვილი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი ფონდის კურატორი, მმართველი დირექტორი ალისტერ კლარკი ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი