საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან გიორგი კობერიძესთან ერთად, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში, წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
წყლის სათავე ნაგებობა, საიდანაც აღნიშნულ სოფლებს წყალი მოეწოდებოდა, 2008 წლის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა, რის შედეგადაც ამ სოფლების მოსახლეობას წყალმომარაგების პრობლემა შეექმნა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში ჭაბურღილები, საქლორატორო და სადაწნეო კოშკები მოეწყობა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასმელი წყლის პრობლემა საოკუპაციო ზოლის მიმდებარე 10 სოფელში მოგვარდება.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლისთვისაც საქართველოს მთავრობამ 3 მილიონ ლარზე მეტი გამოყო, 2016 წლის ნოემბერში დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.