„ნაციონალური მოძრაობის“ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა რურუას განცხადებით, არჩევნების თარიღი სპეციალურად დაინიშნა ადრე, რომ ვერ მოასწრონ მეორე ტურში გასულმა კანდიდატებმა მომზადება.
მისივე თქმით, წესით „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ უნდა მოიპოვოს.
„ჩვენ უნდა შევძლოთ და ავუხსნათ ხალხს ის საფრთხე, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობას მოაქვს. წესით „ქართულმა ოცნებამ“ ასეთი უმრავლესობა ვერ უნდა მოიპოვოს, რადგან ეს არის საღ აზრთან სერიოზულ აცდენაში, აბსოლუტური ძალაუფლება არის ძალიან საშიში. რაც შეეხება არჩევნების თარიღს, ის დაინიშნა ცხადია ძალიან ადრე და ეს თარიღი სპეციალურად არის შერჩეული ვერ მოასწრონ მომზადება მეორე ტურებში გასულმა კანდიდატებმა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ავუხსნათ ამომრჩეველს, რომ აბსოლუტური ძალაუფლება ძალიან საშიშია. შანსები არის არასწორი, მეორე მხარეს არის მობილიზებული მთელი სახელმწიფო რესურსი”, - განაცხადა ნიკა რურუამ.
ცესკო-ს ინფორმაციით, 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30 ოქტომბერს გაიმართება. რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, 22 ოქტომბერს ჩატარდება. №36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №36.22.48 საარჩევნო უბანზე (მარნეული) გაიმართება პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნები, ხოლო №66 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის №66.67.38, №66.67.79 და №66.67.108 საარჩევნო უბნებზე (ზუგდიდი) - როგორც პარლამენტის მაჟორიტარული, ისე გამგებლის არჩევნები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.