შატილს 24-საათიანი უფასო ელექტრომომარაგება აღუდგება, - ამის შესახებ Guardian.ge-ს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.
გამგეობაში აცხადებენ, რომ ოქტომბრის დასაწყისში დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში მწყობრიდან გამოვიდა მცირე ჰესი, რამაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ელექტრომომარაგების შეწყვეტა გამოიწვია.
მათივე ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაქარია ქუცნაშვილის, ენერგეტიკის სამინისტროსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კოორდინირებული მოქმედებების შედეგად, მცირე ჰესის დემონტაჟი მოხდა.
დაზიანებული ჰესის აღდგენამდე მუნიციპალიტეტის გამგეობამ იქირავა დენის დიზელ-გენერატორი, რომლის საშუალებითაც ამ ეტაპზე მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით, დღე-ღამის განმავლობაში 8 საათით მიეწოდება.
„მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში, მწყობრიდან გამოვიდა მცირე ჰესი, რამაც ადგილობრივი მოსახლეობისათვის ელექტრომომარაგების შეწყვეტა გამოიწვია. შექმნილი მდგომარეობის აღმოსაფხვრელად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდადტმა ზაქარია ქუცნაშვილმა, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს აქტიური დახმარებითა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოქმედებების კოორდინირებით, 2016 წლის 10 ოქტომბერს, მოახდინა მცირე ჰესის დემონტაჟი.
მუნიციპალიტეტის გამგეობამ სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ -სგან იქირავა დენის მძლავრი დიზელ-გენერატორი ( 65 კვ/სთ ), რომელიც მ/წლის 12 ოქტომბერს ჩატანილ იქნა შატილში, რისთვისაც დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა მადლობას უხდის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს და სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ -ს გაწეული დახმარებისთვის. გენერატორის ასამუშავებლად გამგეობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 7ტ. საწვავი, რის შედეგადაც სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგია მიეწოდება დილის 9:00 სთ-დან- 13:00სთ-მდე; საღამოს 19:00სთ-დან - 23:00სთ-მდე, სულ- 8 საათი.
აგრეთვე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრის შატილის ფილიალს მიეწოდა 10 მ3 საშეშე მერქანი და უახლოეს დღეებში შატილის მოსახლეობას (13 ოჯახი ) დამატებით მიეწოდება 25 მ3 საშეშე მერქანი.
მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა დაზიანებული ჰესის აღსადგენად, რათა უახლოეს მომავალში მოსახლეობას მიეწოდოს ელექტროენერგია. მცირე ჰესის რეაბილიტაციის შემდეგ, შატილს კვლავ აღუდგება 24-საათიანი უფასო ენერგომომარაგება”, - აცხადებენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.