„პროგრეს ბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა
18-10-2016, 06:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სს „პროგრეს ბანკის“ აქციონერთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისა და არასაბანკო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციად გარდაქმნის შესახებ.

 

 

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს „პროგრეს ბანკს“ გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. ლიკვიდაციის პროცესში სს „პროგრეს ბანკი“ არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაიქმნება.

 

 

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2016 წლის სექტემბერში სს „პროგრეს ბანკის“ აქტივებისა და ვალდებულებების დიდი ნაწილი სს „თიბისი ბანკმა"“შეიძინა.

 

 

ეროვნული ბანკის შეფასებით, სრულად დაკმაყოფილდება ბანკში დარჩენილ კრედიტორთა, პირველ რიგში კი - დეპოზიტოპრთა მოთხოვნები.

 

 

ბანკის ლიკვიდატორის, როინ ცაციაშვილი კრედიტორებს მიმართავს,  ბანკის ლიკვიდატორს წარუდგინონ  შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

 

„იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სს "პროგრეს ბანკის" ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი გასტუმრება, კრედიტორებს მოგმართავთ თხოვნით, ბანკის ლიკვიდატორს წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

 

 

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

 

 

•პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

•ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

 

იურიდიული პირების შემთხვევაში:

 

 

•ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;

•უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

•ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი თქვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია.

 

 

უნაღდო ანგარიშსწორებით თანხების მიღების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დამატებით წარმოადგინოთ იმ ბანკის საბანკო ანგარიში და რეკვიზიტები, სადაც გსურთ თანხის ჩარიცხვა.

 

 

იმ შემთხვევაში, თუ 5 დღეში არ მოახდენთ თქვენი კუთვნილი თანხების ბანკიდან გატანას, მაშინ "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 37–ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის N24/04 ბრძანებით დამტკიცებული "კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის" მე–4 მუხლის მე–11 პუნქტის "ო" ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კრედიტორთა თანხების აკუმულირება მოხდება საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სს "პროგრეს ბანკის" კრედიტორთა მოუკითხავი თანხების ანგარიშზე, საიდანაც შეუფერხებლად შეძლებთ თქვენი კუთვნილი თანხების  მიღებას.

 

 

ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 37–ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 10 მარტის N24/04 ბრძანებით დამტკიცებული "კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის" მე–7 მუხლის მე–9 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, იგეგმება ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის მიერ საქმიანობის საგნის შეცვლა და არასაბანკო საქმიანობის საზოგადოებად გარდაქმნა. თუ 5 დღის განმავლობაში აღნიშნულ საკითხზე თქვენი პოზიცია არ დაფიქსირება, თქვენი მხრიდან თანხმობა ავტომატურად ჩაითვლება გაცემულად. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც, თქვენი კუთვნილი თანხები დარჩება არა გარდაქმნილი ორგანიზაციის ბალანსზე, არამედ აღნიშნული თანხები განთავსდება საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სს "პროგრეს ბანკის" კრედიტორთა მოუკითხავი თანხების ანგარიშზე, საიდანაც შეუფერხებლად მოხდება მათი გაცემა“,-ნათქვამია ბანკის ლიკვიდატორის, როინ ცაციაშვილის განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი