ნუკრი ქანთარია: გივი თარგამაძეს არ უნდა დაიჯეროს, რომ შეიძლება მისმა თანაგუნდელმა გაწირა
18-10-2016, 07:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართული ოცნების" წევრის, ნუკრი ქანთარიას ვარაუდით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების კვალი ოდესამდე მიდის.

 


ქანთარია გამოძიების მსვლელობასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოძიების პირველი ეტაპი "შესაშური წარმატებით" ჩატარდა.

 

 

"ჩემი ვარაუდით ყველა კვალი მაინც ოდესამდე მიდის, მაგრამ, ბუნებრივია, გამოძიების საბოლოო ვერდიქტს უნდა დაველოდოთ და შემდეგ რასაკვირველია სასამართლოს. მე მაქვს ჩემი არგუმენტები, ამის შესახებ ხშირად მითქვამს, არ შემცვლია ეს აზრი, თუმცა ისევ მინდა ვთქვა, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ვარაუდი, რომელიც გარკვეულ ლოგიკას ეყრდნობა. გივი თარგამაძეს, ბუნებრივია, არ აწყობს და არ უნდა რომ დაიჯეროს, ერთი წამითაც დაუშვას ის, რომ მისმა თანაგუნდელმა შეიძლება გაწირა. ეს არ ნიშნავს, რომ ამის შესახებ იმ ხალხმა ვინც სიაშია და პოლიტსაბჭომ იცოდნენ, ასეთი რაღაცეები იცის ხოლმე ორმა, სამმა კაცმა. ერთ-ერთი მათგანი, ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილია, რომელიც არის ამის მოთავე. აქ მგონი არ იყო იმის განზრახვა, რომ გივი თარგამაძე უნდა დაღუპულიყო აუცილებლად. აქ იყო სამიზნე ჩვეულებრივი მოქალაქეები და სწორედ ამას უნდა გამოეწვია ძალიან დიდი ემოცია და ასეც მოხდა. ღმერთმა გადაარჩინა ეს ხალხი, ერთ-ერთი მათგანი, რამდენადაც ვიცი ისევ მძიმედ არის , მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა. ისინი დიდი ალბათობით ფიქრობდნენ, რომ გივი, რა თქმა უნდა, გადარჩებოდა, მაგრამ გარკვეული ტრავმები თუ ექნებოდა ესეც ცუდი არ იყო”, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი