გიგი წერეთელი: სანდრა რულოვსი განმეორებითი კენჭისყრის შემდეგ გადაწყვეტს თუ რას აპირებს და როგორ აპირებს
18-10-2016, 07:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთლის განცხადებით, პარტიის საარჩევნო სიის მეორე ნომერი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი განმეორებითი კენჭისყრის შემდეგ გადაწყვეტს თუ რას აპირებს სამომავლოდ.

 

 

მისი თქმით, ამ ეტაპზე რულოვსი საარჩევნო კამპანიას განაგრძობს. წერეთელი იმედოვნებს, რომ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გამარჯვებას პირველივე ტურში მოიპოვებს.

 


"ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სანდრა რულოვსი პირველივე ტურში მოიგებს. ამის შემდგომ ალბათ გადაწყვეტს თვითონ რას აპირებს და როგორ აპირებს. პოლიტსაბჭოს სხდომაზე სანდრა რულოვსმა თქვა, რომ ის არ არის პოლიტსაბჭოს წევრი და კენჭისყრაში არ მიუღია მონაწილეობა. მოსაზრებები მას ბუნებრივია აქვს და როგორც გითხარით, განმეორებითი კენჭისყრის დასრულების შემდეგ თავის გადაწყვეტილებას გვეტყვის. ძალიან ბევრი ადამიანის მოსაზრებაში ჩვენ გუნდში პირველ დღეებში იყო დილემა, როგორ გაგრძელებულიყო ბრძოლა - არავინ არ შესულიყო პარლამენტში, თუ შევსულიყავით პარლამენტში და იქაც ბრძოლა, გარეთაც ბრძოლა. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება ვიცით, რომ ჩვენ ყველამ გადავწყვიტეთ რომ ყველგან საჭიროა ბრძოლა”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

 

ცესკო-ს ცნობით, ზუგდიდში, ჯიხაშკარის და განმუხურის საარჩევნო უბნებზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება.

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ზუგდიდის 66-ე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატს ედიშერ თოლორაიას  აქვს 47,13%; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“კანდიდატს, სანდრა ელისაბედ რულოვსს - 45,79%.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი