საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მონოპოლია კარგ ადამიანებსაც ცუდი ქმედებებისკენ უბიძგებს.
ამის შესახებ მან „TV პირველის“ გადაცემა „დღის ამბებში“ განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველამ უახლოესი წლების განმავლობაში უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, რომ ის სახიფათო ვითარება, რაც შეიქმნა, მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
„მეორე ტურში სერიოზულ ცვლილებას არ ველოდები. მე არ ვამბობ, რომ ხვალიდან დაიწყება უბედურებები საქართველოში, მაგრამ იმას ნამდვილად ვამბობ, რომ ყველა დანარჩენმა მოქალაქემ უახლოესი წლების განმავლობაში უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ ის სახიფათო ვითარება, რაც შეიქმნა, მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „პოლიტიკური სისტემის თვალსაზრისით შეყოვნებული საქართველო მივიღეთ“.
„10 დღეა გაურკვეველ საქართველოში ვიძინებ. ეს საქართველო არის იმაზე უკეთესი, ვიდრე იქნებოდა, თუ ჩვენ ვერ შევძლებდით არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას. მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ მივიღეთ უკეთესი საქართველო. მე მგონია, რომ ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით შეყოვნებული საქართველო. ეს მუხრუჭი მომძლავრდება თუ საერთოდ მოიხსნება და სადღაც გადავვარდებით, უახლოეს მომავალზე და პირველ რიგში, იმათზეა დამოკიდებული, ვინც ხალხის მანდატით აღიჭურვა - სუპერ აბსოლუტური ხელისუფლების მანდატით აღიჭურვა. მათზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. დღეს ჩვენ გვესმის „ქართული ოცნების“ ბევრი წარმომადგენლის განცხადება, რომ რატომ შფოთავთ, ჩვენ ხომ ნორმალური ხალხი ვართ? მე მჯერა თითოეული მათგანის ინდივიდუალურად, მაგრამ მე ვგრძნობ ხიფათს მათი კოლექტიური ქმედებების გამო“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.