თბილისის განვითარების ფონდის პროექტი „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განახლებულ რეაბილიტირებულ აღმაშენებლის გამზირს ცნობილი მოქანდაკის, კახი ერაძის ექვსი ნამუშევარი ამშვენებს. ამის შესახებ თბილისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„ხელოვანის მიერ შექმნილი სადა და დახვეწილი ნამუშევრები რეაბილიტირებულ აღმაშენებელს უფრო საინტერესოს ხდის. ნამუშევრები, მოქანდაკე კახი ერაძემ სპეციალურად "ახალი ტფილისისთვის" შექმნა. ფიგურები: ბიჭუნა წიგნით ხელში, კატა, ანგელოზი, ძაღლი ძველი თბილისის ასოციაციას ქმნის და მნახველს გულგრილს არ ტოვებს. ლითონ-ბადის მასალაზე დამზადებული ფიგურები საფეხმავლო ტერიტორიაზეა განთავსებული და ყოველი მათგანი თავისი ინდივიდუალიზმით დამთვალიერებლებისთვის ახალი ტფილისის სავიზიტო ბარათად იქცა“,-ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.