ხობის მუნიციპალიტეტის ზემო ქვალონის და ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში, წყალსადენის ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
როგორც Guardian.ge-ს ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებით, 405 ოჯახს სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა მოეხსნა და წყალი 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება.
"წყალსადენის ქსელის მოწყობა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტის ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 521093 ლარი შეადგინა.
წყალსადენის ქსელის პროექტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ლევან შონიას მხარდაჭერით განხორციელდა", - აცხადებენ ხობის მუნიციპალიტეტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.