დავით უსუფაშვილი: სრულდება ერთი მხრივ, ბატონი ბიძინას და მეორეს მხრივ, ბატონი მიშას ერთობლივი სანუკვარი ოცნება, რომ ეს ქვეყანა ორ ფერში წარმოაჩინონ
18-10-2016, 09:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტების პათოსი მისთვის გასაგებია, მაგრამ მოწოდება იმის შესახებ, რომ მეორე ტურებში მხარი ოპოზიციის კანდიდატებს დაუჭირონ, პოლიტიკურად შედეგს და პარლამენტში ძალთა ბალანსს მაინც ვერ შეცვლის.

 

 

ამის შესახებ უსუფაშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

 

„მე ძალიან კარგად მესმის სამოქალაქო აქტივისტების იმ ჯგუფის მომართვის პათოსი - მესმის, პატივს ვცემ, ვაფასებ, მაგრამ მინდა მათაც მომისმინონ და გავიაზროთ, თუ რა ვითარებაში ვართ ახლა: - ეს არ არის ცალსახა პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი. ჩვენ ვამბობთ, რომ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ქონა არის ცუდი. ყველა, ვინც თავის დროზე საკონსტიტუციო უმრაველობაში იყო, ეს ძალიან უხაროდა, თუმცა მერე ყველას სანანებელი გაუხდა, იმიტომ რომ ასეთი გზით დაუშვეს მათ შეცდომები. იმის იმედი, რომ თავად „ქართული ოცნება“ ამას მიხვდება და რაიმეს მოიმოქმედებს, მე არა მაქვს, რადგან შეუძლებელია, რომ რამდენიმე კონკრეტულმა დეპუტატმა თქვას, „მოდი, ნუ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, გავდივარ თამაშიდან და ვუთმობ სხვას მანდატს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ მაგალითად, საბურთალოს მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ხმას სევდია უგრეხელიძეს მისცემს, ამით პოლიტიკურ შედეგს მაინც ვერ მიაღწევს.

 

 

„სამაგიეროდ, ვაღწევ იმ შედეგს, რომ სრულდება ერთი მხრივ, ბატონი ბიძინას და მეორეს მხრივ, ბატონი მიშას ერთობლივი სანუკვარი ოცნება, რომ ეს ქვეყანა ორ ფერში წარმოაჩინონ - „ქართული ოცნება“ და „ნაციონალები” ანუ ჩემი აქტით, რომელიც პოლიტიკურად აბსოლუტურად უშედეგოა, რადგან პოლიტიკურად ვერაფერს ვაღწევ, რომ შეიცვალოს პარლამენტში ძალთა ბალანსი, სამაგიეროდ, მე ამ აქტით ვბარდები „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ერთადერთ და განუმეორებელ ოპოზიციურ ძალას, რომელსაც მე მივეცი ხმა. ამის გამო და ამის შემდეგ, ერთი მხრივ, "ნაციონალური მოძრაობა” გვაბურთავებს, ”ქართული ოცნება” ხომ იცოცხლებს და გაიხარებს. დანარჩენი ოთხი წელი უნდა ვიყო იმ დამღით, რომ ”აი ხედავთ, ეს ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩვეველია. ვიქნები კიდეც თუ წავედი და მივეცი ხმა ამ უაზრო ვითარებაში”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი