დიმიტრი ხუნდაძე: პირველი ხელისუფლება ვართ, ვინც მართლა ხალხზე და ქვეყანაზე ვზრუნავთ, ვინც ძალადობისა და ომის გარეშე ვაცხოვრეთ ქვეყანა
18-10-2016, 09:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართული ოცნების" წევრი დიმიტრი ხუნდაძე პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლო მოპოვებას ეხმაურება და აფასებს.

 

 

ხუნდაძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია იმ ხელისუფლებისთვის, ვინც ძალაუფლებას ბოროტად იყენებს.

 

 

მისივე აზრით, აღნიშნული "ქართული ოცნებისთვის" სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი იქნება.

 


"რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საკონსტიტუციო უმრავლესობის შესახებ ატეხილ აჟიოტაჟს, სასაცილოა. საკონსტიტუციო უმრავლესობა საშიშია იმ ხელისუფლებისთვის, ვინც ძალაუფლებას ბოროტად იყენებს. ესენი იყვნენ სწორედ „ნაციონალები“, ვისი მმართველობაც ქართველმა ხალხმა საკუთარ თავზე იწვნია. ჩვენ 4 წელია ხელისუფლებაში ვართ და ეს ტესტი უკვე ჩავაბარეთ. შეიძლება რაღაც შეგვეშალა, მაგრამ ვერავინ იტყვის იმას, რომ ძალაუფლება ბოროტად გამოვიყენეთ. პირიქით, ჩვენ პირველი ხელისუფლება ვართ, ვინც მართლა ხალხზე და ქვეყანაზე ვზრუნავთ, ვინც ძალადობისა და ომის გარეშე ვაცხოვრეთ ქვეყანა. „ქართული ოცნებისთვის“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება პარლამენტში ქვეყნისთვის სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი იქნება. ამას ხვდება ხალხი და საკუთარ არჩევანს 30 ოქტომბერს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი