საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციამ პრეზიდენტად ჩინური კორპორაციის დირექტორი აირჩია
18-10-2016, 09:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულმა საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციამ საპატიო პრეზიდენტი აირჩია.

 

 

ოფიციალურ ოქმს ამის შესახებ ხელი დღეს მოეწერა. დოკუმენტი ასოციაციის დამაარსებლებმა- საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ-კულტურული თანამშრომლობის ცენტრმა გააფორმეს.

 

 

სიმბოლურად საპატიო პრეზიდენტობის სიგელი ჩინური კორპორაციის, CEFC CHINA ENERGY COMPANY LIMITED-ის აღმასრულებელ დირექტორს, ჯიანჯუნ ზანგს საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გადასცა.

 

 

საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაცია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური-კულტურული თანამშრომლობის ცენტრის ერთობლივი ინიციატივით დაარსდა.

 

 

ორგანიზაციის მიზანი ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, სამეცნიერო, კომერციული, საგანმანათლებლო, სოციალური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაა.

 

 

სიგელის გადაცემას ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი და საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციის წევრები დაესწრნენ.

 

 

სიგელის გადაცემის შემდეგ, დიმიტრი ქუმსიშვილმა, CEFC CHINA ENERGY COMPANY LIMITED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯიანჯუნ ზანგმა და ასოციაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ შეიქმნება.

 

 

გარდა ამისა, ჯიანჯუნ ზანგმა ისაუბრა CEFC CHINA ENERGY COMPANY LIMITED-ის საინვესტიციო გეგმებზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში.

 

 

პირველი ვიცე პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩინური კორპორაცია საქართველოში მნიშვნელოვანი საინვესტიციო გეგმებით შემოვიდა. მისი თქმით, დღეს ჩინურმა მხარემ ინვესტიციები უკვე დააბანდა უძრავ ქონებაში, ამჟამად კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები მათ დაინტერესებაზე საქართველოს საფინანსო სექტორის, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროს მიმართულებით.

 

 

„პროგრესი ძალიან მაღალია. შესაბამისად, ესაა სწორედ იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება რეალურად ცხოვრებაში უკვე იყოს მოყვანილი და ჩვენ, როგორც საქართველომ, ასევე ჩინეთმა მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, CEFC CHINA ENERGY COMPANY LIMITED ჩინეთში 10 ყველაზე გავლენიან კომპანიას შორის ერთ-ერთია. მისი ძირითადი ელექტროენერგია და გაზია, თუმცა კომპანია საქმიანობს ასევე სატრანსპორტო. ტურისტულ და საფინანსო სექტორში. კომპანიას განხორციელებული აქვს ინვესტიციები აღმოსავლეთ ევროპაში. 2015 წელს კომპანიის შემოსავალმა 39 მილიარდს მიაღწია.

 

 

რაც შეეხება საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაციას, მას უფლება აქვს, გაწევრიანდეს სხვა და სხვა ორგანიზაციებში, ჰქონდეს პირდაპირი საერთაშორისო ურთიერთობები, გააფორმოს შეთანხმებები. ასოციაციის წესდების თანახმად მისი ძირითადი მოვალეობა ბიზნეს, სასწავლო და შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზება და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა იქნება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი