ევროკავშირის საბჭომ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის 2016 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნულ ანგარიშში საქართველოზეც არის საუბარი.
როგორც ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტშია ნათქვამი, ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში კონფლიქტის შედეგების დასაძლევად, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობის საშუალებით.
„ევროკავშირი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პოლიტიკის ერთგული კვლავ იქნება", - აღნიშნულია ანგარიშში.
"2016 წლის პირველ ნახევარში ევროკომისიამ წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ მას შემდეგ, რაც დაადასტურა, რომ მათ წარმატებით დააკმაყოფილეს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი”, - წერია დოკუმენტში.
ანგარიშში საუბარია 8 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნების შესახებაც.
“ევროკავშირი მიესალმება საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ჩატარდა საერთო ჯამში მშვიდობიანად და წესრიგის დაცვით. საარჩევნო უბნებთან და უბნებზე მომხდარი ძალადობის ზოგიერთი ინციდენტის გარდა, OSCE/ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი შეფასებით, არჩევნები იყო კომპეტენტური, კარგად ადმინისტრირებული და გაიმართა ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემით. ევროკავშირი მზად არის, იმუშაოს დემოკრატიულად არჩეულ ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან, როგორც კი საარჩევნო პროცესი დასრულდება და მოუწოდებს პარლამენტში არჩეულ ყველა წარმომადგენელს, იმუშაონ ერთად საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით“,- ნათქვამია დოკუმენტში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.