შსს-ს წარმომადგენელმა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
18-10-2016, 10:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის პროექტების მართვის სამმართველოს უფროსმა მაკა ფერაძემ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

 

 

შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების შედეგები და მიღწევები წარადგინეს.

 

 

„ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები აქვს, რაც აღნიშნულია როგორც ევროპის საბჭოს ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) დასკვნაში, ასევე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური შეფასების ანგარიშში“,-აცხადებენ უწყებაში.

 

 

მაკა ფერაძემ შს სამინისტროს მიერ ტრეფიკინგის შემთხვევების გამოვლენის, გამოძიებისა და პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების, ასევე, ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. მან სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას ტრეფიკინგის რისკებისა და მისგან თავდაცვის გზების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი