საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფითსმა მხარდი დაუჭირა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის მიერ გატარებულ პოლიტიკას და განაცხადა, რომ სავალუტო რეზერვების ხარჯვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, რადგან ეს ზოგადად, საპროცენტო განაკვეთების მატებას და ეკონომიკურ შენელებას იწვევს.
"მინდა ვთქვა, რომ აუცილებელია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის პატივისცემა. ისინი ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ და ძალიან კარგად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. მცოცავ რეჟიმში უნდა არსებობდეს გაცვლითი კურსი. ეს დრო არ არის საუკეთესოდ მორგებული იმისთვის, რომ სხვადასხვა უწყებამ ცალ-ცალკე ფრონტზე განახორციელოს მუშაობა. მე მგონი, დრო მოვიდა იმისა, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი გაერთიანდეს და ერთიანი ძალისხმევით გადაჭრან არსებული პრობლემები", - განაცხადა გრიფითსმა.
გრიფითს პრესკონფერენციაზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებული განცხადების შეფასებაც მოუწია.
"რაც შეეხება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კომენტარს იმის თაობაზე, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნაკლები მოქმედების, ან არადროული მოქმედების გამო იწვევდა ქვეყანაში არსებულ პრობლემას, ამის თაობაზე შემიძლია ვთქვა, რომ დებატები ნიბისმიერ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა. დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მსგავსი დებატები ხდება, ოღონდ ეს არის არასაჯარო სივრცეში და ინფორმაცია გარეთ არ გამოდის. საჯარო დიკუსიები ვნებს ქვეყნის იმიჯს. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ ერთად იმუშაონ, დებატები გამართონ და ეს საკითხები ერთობლივი ძალისხმევით დაძლიონ," განაცხადა გრიფითსმა.
მარკ გრიფითსმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენლის, ნოდარ ჯავახიშვილის მიერ კორუფციაში დადანაშაულების საპასუხოდ თქვა: "მე ერთი რამ მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ეს განცხადება არის აბსოლუტურად მცდარი, საფუძველს მოკლებული და არ მესმის რატომ ხდება ამ განცხადების ტირაჟირება და ასე ხშირად ციტირება", - აღნიშნა გრიფითსმა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების ხარჯვას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს და ამბობს, რომ ზოგადად, ეს საპროცენტო განაკვეთების მატებას იწვევს..
"სხვა ქვეყნებში, სადაც მოხდა რეზერვების ხარჯვა კურსის დარეგულირების მიზნით, ამას სავალალო შედეგები ჰქონია, რადგან ეს არ არის მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკა. ქვეყანაში, სადაც ხდება სავალუტო რეზერვების გაყიდვა, იქ საპროცენტო განაკვეთებიც იმატებს და ეკონომიკური შენელება მაინც სახეზეა. აქედან გამოდინარე, ქვეყანა აკეთებს თავის არჩევანს, მაგრამ გაცვლითი კურსის მცოცავ რეჟიმში არსებობის შემთხვევაში, ასეთი ინტერვენციები მიზანშეწონილი არ არის," განაცხადა გრიფითსმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.