ნინო ბურჯანაძე: „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გარიგებულები არიან
18-10-2016, 10:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

,,დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გარიგებულები არიან. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

 

 

მისივე თქმით, 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველოში პოლიტიკური სურათი ძალიან მძიმეა. როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ეს არ არის პესიმიზმი ეს არის რეალისტური ხედვა, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია.

 

 

,,იძულებული ვარ საზოგადოებას გავახსენო, რამდენჯერ ისროლეს ქვები ჩემი მიმართულებით იმის გამო, რასაც ვამბობდი და რაც საზოგადოებას არ მოსწონდა, ოღონდ მერე, ჩემი პროგნოზები ყოველთვის მართლდებოდა“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

 

 

მან აღნიშნა, რომ ,,დემოკრატიული მოძრაობა“ კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე ტიპის თანამშრომლობას ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ და რომ საკონსტიტუციო უმრავლესობისათვის ხმის არ მიცემა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალებს“ დაუჭიროს მხარი.

 

 

,,ჩვენ გვქონდა მესამე - ალტერნატიული გზა, რომელიც არის ყველაზე სამართლიანი გზა. ლაპარაკია ჩვენს მოთხოვნებზე - სამასამდე საჩივარზე, რომელიც გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ გადათვლილიყო უბნებზე ხმები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს, გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ მომხდარიყო არჩევნების შედეგების კორექტირება. ჩვენ ნამდვილად გადავლახავთ ბარიერს თუ უბნები გაიხსნება. ასეთ შემთხვევაში, ვერც „ნაციონალებს“ ექნებათ გადალახული ბარიერი და ვერც „ოცნება“ ვერ მიიღებდა საკონსტიტუციო უმრავლესობას. ზუსტად ამიტომ იცავს ხელისუფლება ყველა ოქმს კბილებით, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაიხსნას უბნები“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ასევე თქვა, რომ ავტოკრატია მოდის საქართველოში, ოღონდ ამას, საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ოცნებაშია გართული, ძალიან გვიან მიხვდება, როცა ქვეყანაში ძალიან მძიმე პროცესები განვითარდება და როცა ამის გამოსწორება უკვე ძალიან ძნელი იქნება.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი