გიორგი კვირიკაშვილი: დარწმუნებული ვარ, ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ავიღეთ საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, იქნება უკლებლივ რეალიზებული და განხორციელებული
19-10-2016, 01:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

8 ოქტომბერს ჩატარდა საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოდ თავისუფალი, გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები და ყველას ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას – განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

 


გიორგი კვირიკაშვილმა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები შეაფასა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისთვის და მმართველი პოლიტიკური ძალისადმი გამოხატული ნდობისთვის. პრემიერ მინისტრის თქმით, არჩევნებმა სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში ჩაიარა, რასაც ადასტურებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნები.

 


„ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და დამკვირვებლებმა აღნიშნეს ეს ფაქტი. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სამოქალაქო საზოგადოებას ასეთი შეფასებისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო, რომელიც განაპირობებს საქართველოს მომავალი განვითარების დღის წესრიგს და ეს იყო კიდევ ერთი დადასტურება საქართველოში მიმდინარე შეუქცევადი, დემოკრატიული განვითარების პროცესისა,“ – აღნიშნა პრემიერმა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობას წინ აქვს მაჟორიტარულ ოლქებში ჩასატარებელი მეორე ტური. მან იმედი გამოთქვა, რომ ამომრჩეველის აქტივობა იქნება მაღალი და პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ შეძლებს საქართველოს მოქალაქეების წინაშე აღებული ყველა ვალდებულების სრულად განხორციელებას.

 


„არჩევნები არ დასრულებულა, წინ არის მეორე ტური და აქტივობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ უპირველეს ყოვლისა ნაჩვენები იქნება ისეთივე მაღალი სტანდარტი, როგორიც იყო 8 ოქტომბერს. ასევე დარწმუნებული ვარ, ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ავიღეთ საქართველოს თითოეული მოქალაქის წინაშე, იქნება უკლებლივ რეალიზებული და განხორციელებული,“ – განაცხადა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი