ინდონეზია, მისი ახალი პოლიტიკის წყალობით, რაც პედოფილებისთვის ქიმიურ კასტრაციას (დაკოდვას) ითვალისწინებს, შეძლებს „ძირფესვიანად აღმოფხვრას“ პედოფილია, - განაცხადა BBC -სთან საუბარში ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ.
მან თქვა, რომ ინდონეზია პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, მაგრამ როცა საქმე მსგავს სექსუალურ დანაშაულებებს ეხება, „კომპრომისი“ არ იქნება.
ინდონეზიამ ოქტომბრის დასაწყისში სადავო კანონი მიიღო, რაც პედოფილებისთვის ქიმიურ კასტრაციას ითვალისწინებს. კანონპროექტის განხილვამ პარლამენტში ცხარე დებატები გამოიწვია.
„ჩვენი კონსტიტუცია პატივს სცემს ადამიანის უფლებებს, მაგრამ როცა საქმე შეეხება სექსუალურ დანაშაულობებს, კომპრომისი არ იქნება“, - თქვა პრეზიდენტმა ვიდოდომ და დაამატა:
„ჩვენ მკაცრები ვართ და ვიქნებით ძალიან შეუვალნი. ჩვენ სექსუალური დანაშაულობებისთვის მაქსიმალურ სასჯელს ვაწესებთ... ჩემი აზრით, ქიმიური კასტრაცია, თუ ჩვენ მას მუდმივად გამოვიყენებთ, შეამცირებს სექსუალურ დანაშაულობებს და დროთა განმავლობაში მას მთლიანად აღმოფხვრის“.
BBC-სთან სხვადასხვა თემაზე მიცემული ფართო ხასიათის ინტერვიუში პრეზიდენტი ვიდოდო, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჯოკოვი, შეეხო სამხრეთ ჩინეთის ზღვის, კორუფციის, ახლახან მიღებული საგადასახადო ამნისტიის საკითხებს და მთავრობის პოზიციას ჰომოსექსუალიზმზე.
ოქტომბრის დასაწყისში, ახალგაზრდობის ელჩის პოზიციაზე ადგილის დასაკავებლად გამოქვეყნებული განცხადება მკაცრად განსაზღვრავდა, რომ ამ პოსტზე განაცხადი არ უნდა წარედგინათ ლეზბიანებს, გეებს, ბისექსუალებს და ტრანსგენდერებს.
მთავრობის მიერ გამოქვეყნებული განცხადება ვაკანსიის შესახებ მიუთითებდა, რომ პოსტი მხოლოდ იმ აპლიკანტებისთვის იყო, რომლებიც არ არიან ჩართული „სექსუალური გადახრების ქცევაში“.
პრეზიდენტმა ვიდოდომ განაცხადა, რომ უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციას არ აქვს ადგილი, მაგრამ დაამატა: „ჩვენ ვართ მსოფლიოს ყველაზე დიდი მუსლიმი ერი და ჩვენ გაგვაჩნია რელიგიური ნორმები. თქვენ უნდა გახსოვდეთ ეს და იცოდეთ ეს. ჩვენ გვაქვს სოციალური ნორმები“.
სამხრეთ ჩინეთის ზღვის გარშემო შექმნილ სადავო საკითხზე საუბრისას ვიდოდომ ნატუნას კუნძულებზე ინდონეზიის სამხედრო წარმომადგენლობის განლაგება დაიცვა და თქვა, რომ ინდონეზიელი სამხედროები ტერიტორიაზე არალეგალური თევზჭერის აღკვეთას ცდილობენ.
„ეს ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრეებია, ეს ინდონეზიის სიმდიდრეებია. ამგვარად, ამიერიდან უკანონო თევზჭერაში ჩართული სატრანსპორტო საშუალებები ვერ შეძლებენ ამ ადგილებში ნავარდს“, - თქვა მან და დაამატა:
„მეორე საკითხი ისაა, რომ ნატუნა ჩვენი ტერიტორიაა. ნატუნა ინდონეზიაში შედის. ამგვარად, თუ ჩვენ გვინდა სამხედრო ოპერაციების შესრულება, საბრძოლო თამაშები, ეს ჩვენი უფლებაა. როცა საქმე სუვერენიტეტს ეხება, მე კომპრომისს არასოდეს დავუშვებ“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.