გიორგი კვირიკაშვილი: ქართული ღვინის ექსპორტი უპრეცედენტოდ მაღალი სისწრაფით იზრდება
19-10-2016, 01:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კახეთის რეგიონში ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღო 178-მა კომპანიამ; გადამუშავდა 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენი და კახეთის მოსახლეობის შემოსავალმა 97 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, - „რთველი 2016“ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეაჯამა.

 


მთავრობის მეთაურმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ რთველი ძალიან წარმატებულად ჩატარდა, რისთვისაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

 


რაც შეეხება რთველს რაჭა-ლეჩხუმში, ყურძენი მიიღო და გადაამუშავა 24-მა კომპანიამ და მთლიანობაში 500 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. რაჭის მოსახლეობის შემოსავალმა რთველის პერიოდში, 2,5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

 


ორივე რეგიონში, 2016 წელს, ყურძენი ღვინის კომპანიებს 19 000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.

 


„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევქმენით თვისობრივად განსხვავებული სუბსიდირებისა და აგროსესხების პროგრამა, რომლის დანერგვითაც, სახელმწიფომ მოახდინა მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულების სწორი სტიმულირება მიეღოთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენახების ფართობი იზრდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხარისხს და ადგილწარმოშობას, სწორი მიმართულებით განვითარებას, ბრენდირებული ღვინოების მსოფლიოს მასშტაბით ექსპორტს. ჩვენ, ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. ძალიან მახარებს ის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება თანდათან ძალას იკრებს და, ევროპის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობა მიდის ექსპორტზე“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 


გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო წარმოდგენილია ტრადიციულ ბაზრებზე და ასევე ახალ ბაზრებზე, როგორიცაა ჩინეთი, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მიღწეულია და ქართული ღვინის ექსპორტი უპრეცედენტოდ მაღალი სისწრაფით იზრდება.

 


„ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესი, რაც ძალიან მახარებს“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი