მინისტრთა კაბინეტი გურჯაანი-ბაკურციხის 15.5 კმ-იანი შემოვლითი გზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტს განიხილავს
19-10-2016, 01:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინისტრთა კაბინეტი გურჯაანი-ბაკურციხის 15.5 კმ-იანი შემოვლითი გზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტს განიხილავს. 38 მილიონი ლარის ღირებულების მქონე პროექტის მნიშვნელობა საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ შეაფასა.

 

 

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ქვეყნის სივრცითი მოწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით რეგიონების დამაკავშირებელი სატრანსპორტო ქსელის დაპროექტებასა და დაგებას ითვალისწინებს. მისი თქმით, გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა სწორედ სივრცითი მოწყობის ნაწილია, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხისა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზას.

 

 

„ეს არის 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – სივრცით ქვეყნის განვითარების განუყოფელი ნაწილი. ეს გზა იქნება გურჯაანი-ბაკურციხის დამაკავშირებელი გზა, რომელიც რესპუბლიკური მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მიმართულებას დააკავშირებს შიდა გზასთან – ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზასთან. ამ ორი გზის ერთმანეთთან დაკავშირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უსაფრთხო, სწრაფ გადაადგილებას და განტვირთავს მოძრაობას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხელშეკრულების გაფორმება. მადლობას ვუხდი ბატონ ნოდარ ჯავახიშვილს, რომელმაც თავის გუნდთან ერთად, უმოკლეს ვადაში დაასრულა მოსამზადებელი პროცესი. საგზაო მშენებლობის მხრივ გვაქვს კარგი დინამიკა, რომელიც კიდევ უფრო გაიზრდება მომავალში. იმედი მაქვს, რომ ის ამბიციური გეგმა, რომლის განხორციელებაც ბოლო რამდენიმე თვეა დავიწყეთ დიდი დინამიკით, გაგრძელდება და ჩვენ მიერ გამოცხადებული ყველა მაგისტრალი აუცილებლად დასრულდება 4 წელიწადში,“ – განაცხადა პრემიერმა.

 


მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება 2016 წლის ოქტომბრის ბოლომდე იგეგმება და მშენებლობის ვადა 30 თვეს შეადგენს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი