გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სპეციალური ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის
19-10-2016, 02:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სპეციალური ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის.

 


როგორც პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ ჯგუფმა საზოგადოების თითოეული წევრის ფართო ჩართულობით უნდა განახორციელოს ისეთი ცვლილებები, რომ ვეღარავინ მოახერხოს ხელისუფლების კონცენტრირება და უზურპაცია.

 

 

"რაც შეეხება კონსტიტუციას, ჩვენ მივიღეთ მემკვიდრეობად ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია. აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ძალიან ფართო ჩართულობით მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ ვერავინ მომავალში ვეღარ მოახდინოს ხელისუფლების კონცენტრირება და უზურპირება; ეს იყოს ერთხელ და სამუდამოდ ნამდვილად ევროპული, დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია, მაგრამ ეს არ იქნება ის, რომ ჩვენ ახალ პარლამენტში პირველ რიგში დავეტაკებით და ამ საკითხით ვიქნებით დაკავებული ყველანი. რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში, აქ სიჩქარე არ ივარგებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, საქართელოს მთავრობის უმთავრესი ამოცანაა, შექმნას ძალიან მაღალი დინამიკა ქვეყნის განვითარების.

 

 

"ჩვენი ამოცანაა, შევქმნათ ქვეყნის შეუქცევადი ეკონომიკური, სოციალური, დემოკრატიული განვითარება და ამას ვპირდებით ჩვენს ამომრჩეველს. იმ დანაპირებს, რომელიც ჩვენ გავეცით წინასაარჩევნო პერიოდში, აუცილებლად შევასრულებთ. ეს იქნება ჩვენი უმთავრესი ამოცანა. საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც იმედი მაქვს რომ მეორე ტურის შედეგად იქნება, მხოლოდ და მხოლოდ არის მეორადი და მხოლოდ და მხოლოდ არის იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი დანაპირები შესრულდეს, რა თქმა უნდა, თუ იქნება ჩვენი მოქალაქეების ნება. კიდევ ერთხელ მინდა, ყველა ამომრჩეველს მოვუწოდო, რომ 30 ოქტომბერს, როდესაც იქნება არჩევნების მეორე ტური, ისეთივე აქტივობით მივიღოთ მონაწილეობა ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი