"რთველი 2016"-ის ფარგლებში, კახეთისა და რაჭის რეგიონებში 114 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა
19-10-2016, 02:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს კახეთისა და რაჭის რეგიონებში 114 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა.

 

 

დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე „რთველი 2016“ შეაჯამა და აღნიშნა, რომ ღვინის კომპანიებს ყურძენი 19 ათასამდე მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავლებმა 100 მლნ ლარს მიაღწია.

 

 

კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 113,5 ათასი ტონა ყურძენი. მთლიანობაში კახეთის რეგიონში მევენახეების შემოსავალმა 97 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

 

 

მუნიციპალიტეტების მიხედვით შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: გურჯაანი- 35,8 ათასი ტონა, თელავი - 29,2 ათასი ტონა, ყვარელი - 22 ათასი ტონა, საგარეჯო -9,6 ათასი ტონა. სიღნაღი - 7,1 ათასი ტონა, ახმეტა - 5 ათასი ტონა, ლაგოდეხი - 2,8 ათასი ტონა და დედოფლისწყარო - 2 ათასი ტონა. გადამუშავებულია 65 ათასი ტონა რქაწითელი, 42 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე და 3,5 ათასი ტონა ყურძნის სხვა ჯიშები.

 

 

2016 წელს რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებული 195 კომპანიიდან ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში მონაწილეობდა 178 კომპანია. სახელმწიფო საწარმო სს“აკურას“ მიერ გადამუშავებულია საერთო გადამუშავებული რაოდენობის 27%, რაც უკანასკნელი 3 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

 

 

რაც შეეხება რაჭას, აქ ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში 24 კერძო ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა. სულ გადამუშავდა 531 ტონა ყურძენი. „ხვანჭკარის“ ჯიშები: ალექსანდროული და მუჯურეთული - 497 ტონა, სხვა ჯიშები- 16 ტონა.

 

 

ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად რაჭის მევენახეების შემოსავალმა 2,5 მლნ ლარი შეადგინა.

 

 

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე სუბსიდია გაიცემოდა: რქაწითელსა და კახურ მწვანეზე - 1კგ- 0,45 ლარი, საფერავზე- 1 კგ- 0,20 ლარი, მუჯურეთული/ალექსანდროული- 1კგ-2 ლარი.

 

 

კახეთსა და რაჭის მევენახეებს ამ დროისთვის სუბსიდიის სახით მიღებული აქვთ 22,5 მლნ ლარი.

 

კომენტარები: 2
#2   Jestine
      
7 აპრილი 2026 07:27
#1   Roxie
      
References:


Why do anabolic steroids differ from other illegal drugs

References:
https://enregistre-le.top/item/596434
1 აპრილი 2026 11:27
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი