მთავრობის განკარგულებით, თბილისში, 68 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა
19-10-2016, 03:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის განკარგულებით, თბილისში, კიდევ 68 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემა, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა. ამის შესახებ ნაათქვამია ინფორმაციაში, რომელისაც პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

"სამინისტრომ გაააქტიურა კერძო მესაკუთრეებისგან იმ ობიექტების გამოსყიდვა, რომლებსაც იძულებით გადაადგილებული პირები მართლზომიერად ფლობდნენ და თბილისში, 721 დევნილი ოჯახისთვის, კერძო მესაკუთრეებისაგან უკვე გამოსყიდულია 18 ობიექტი. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 13 054 დევნილ ოჯახს გადაეცა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 



კომენტარები: 1
#1   მარინე
      
კორექტულობისა და სხვისი აზრის პატივისცემის ფარგლებში მოგახსენებთ - 13 054 შთამბეჭდავი ციფრია, როგორც ციფრი, დიდი სურვილი მაქვს საკუთარი თვალით ვიხილო სათითაოდ 13 054-ვე ოჯახი, უეჭველი ვიხილავ, მაგრამ ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადო, თავად დევნილი - გენოციდის მსხვერპლი ოჯახიდან, რომლისათვისაც 23 წლის თავზე არაფერი რომ არ მოგვიღია და არც გვეღირსება, ე.წ "განსახლების კრიტერიუმების", ამ უნიჭო და არასამართლიანი დოკუმენტის წყალობით. და მაინც არა საკუთარი თავისთვის, ზოგადად, ამ სამარცხვინო, "შეურაცმყოფელი მოწყალებებისთვის" სახელმწიფო უწყება არ უნდა არსებობდეს.
20 ოქტომბერი 2016 01:56
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი