ლევან დავითაშვილი ციტრუსის სუბსიდირებაზე: ჩვენი გადაწყვეტილება იქნება იმის ადეკვატური, რა სიტუაციაც იქნება ბაზარზე
19-10-2016, 03:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მოხდება თუ არა წელს ციტრუსის სუბსიდირება, ჯერჯერობით უცნობია.

 


მისი თქმით, ამ მიმართულებით სამინისტროში მუშაობა უკვე დაწყებულია.

 


"ციტრუსის მიმართულებით, დიდი ხანია, სამინისტროში დაიწყო მუშაობა კამპანიის ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ორგანიზებული კამპანია გვექნება, ვინაიდან ესეც ერთ-ერთი ის იშვიათი კულტურაა, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობით მოდის და ამას გარკვეულწილად, ორგანიზება სჭირდება.

 

 

რაც შეეხება სუბსიიდიის ნაწილს, ჩვენ ახლა ვსწავლობთ კონცენტრანტის საერთაშორისო ფასებს. წინა წელსაც იყო საუბარი მხოლოდ ინდუსტრიულად გადასამუშავებელ პროდუქტზე, როდესაც ჩვენ დავასტიმულირეთ, რათა არ ყოფილიყო მოსავლის გადაყრა და მომხდარიყო საექსპორტოდ განკუთვნილი წარმოების ხელშეწყობა. ჩვენ სულ მოკლე ხანში მოგახსენებთ, თუ როგორი კონიუნქტურა გვექნება საერთაშორისო ბაზარზე. დღეს ვერ გეუბნებით, იმიტომ რომ ჩვენ ვაკეთებთ შესწავლას. სეზონი ჯერ არ დაწყებულა. ჩვენ დღესაც გვაქვს სამუშაო შეხვედრა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან. მუდმივ რეჟიმში ვსწავლობთ სიტუაციას და ჩვენი გადაწყვეტილება იქნება იმის ადეკვატური, რა სიტუაციაც იქნება ბაზარზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი