ირაკლი ალასანია: არ გამოვრიცხავ, რომ ისევ დავბრუნდე პოლიტიკაში
19-10-2016, 03:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია, არჩევნების შედეგების გაანალიზებისა და არჩევნების წაგების მიზეზებზე დაფიქრებას გეგმავს.

 

 

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა და თქვა, რომ არ არის გამორიცხული, 4 წელიწადში  ისევ პოლიტიკაში დაბრუნდეს.

 

 

„ჩვენ საკმარისი მხარდაჭერა ვერ მოვიპოვეთ, რომ პარლამენტში გაგვეგრძელებინა საქმიანობა და რასაც ვპირდებოდით, რასაც ვგეგმავდით, ის განგვეხორციელებინა. ამიტომ მე აუცილებლად ჩავთვალე, რომ წავსულიყავი პოლიტიკიდან და პარტიას რეორგანიზაცია დაეწყო, თუმცა, 4 წელიწადში გვექნება საშუალება, ჩვენი სიტყვა ვთქვათ პოლიტიკაში. მე მიმაჩნია, რომ უნდა აკეთო ის, რაც მნიშვნელოვანია ხალხისთვის და საზოგადოებისთვის. ახლა დავინახე, რომ ხალხის ისეთი მხარდაჭერა ვერ მივიღე და დავინახე, რომ მაკლია ლეგიტიმაცია, რომ გავაგრძელო პოლიტიკაში საქმიანობა, მაგრამ როდესაც დავინახავ, რომ ისევ პოლიტიკით შემეძლება, ვაკეთო ხალხისთვის საჭირო საქმე, არ გამოვრიცხავ, რომ ისევ დავბრუნდე პოლიტიკაში. ძალიან მწყდება გული, რომ ასეთი შედეგით დასრულდა არჩევნები, იყო შეურაცხყოფის განცდაც“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ მთავარი პრინციპი იყო, რომ ბინძური მეთოდები არ გამოეყენებინათ.

 

 

„ხალხს უნდა დავანახოთ, რომ პოლიტიკაში შემოსვლას სუფთა ხელებით შემოსვლას ვაპირებთ. ნიცშეს აქვს ნათქვამი, - ურჩხულებთან ბრძოლაში თავად არ უნდა დაემსგავსო ურჩხულებს, ამიტომ ჩვენ ეს პრინციპი გვქონდა, არ გვეკეთებინა პოლიტიკა ბინძური მეთოდით, როგორც სხვა პარტიები აკეთებდნენ“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

 

 

„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი ლიდერი „რესპუბლიკურ პარტიასთან“ წინასაარჩევნოდ შესაძლო გაერთიანებაზე გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნული ფაქტი უარყო. მისი თქმით, „თავისუფალ დემოკრატებს“ სურდათ, საკუთარი ძალები დამოუკიდებლად მოესინჯათ არჩევნებზე.

 

 

„თავისუფალი დემოკრატების“ მიერ კოალიციის დატოვების შემდეგ „რესპუბლიკელები“ რჩებოდნენ ხელისუფლებაში და ვერც იქნებოდა საუბარი რაიმე ტიპის გაერთიანებაზე. არანაირი კონსულტაცია გაერთიანებაზე არ ყოფილა. ჩვენ გვინდოდა, ჩვენი პარტია გამოგვეცადა დამოუკიდებლად“, - აღნიშნა მან.

 

 

ირაკლი ალასანიამ გადაცემაში ასევე თქვა, რომ პოლიტიკასთან ერთად, საქართველოს დატოვებასაც არ გამორიცხავს.

 

 

„მინდა, ვაკეთო ისეთი რამ, რაც გამზრდის. ისეთ საქმეს, რომელიც საქართველოს მომავალში აუცილებლად გამოადგება. მინდა, მდიდარი საერთაშორისო კონტაქტები ავამოქმედო და რეალიზება გავუკეთო ურთიერთობებს საქართველოს უკეთესი მომავლის შესაქმნელად. მოტივირებული ვარ, რომ მნიშვნელოვანი საქმე ვაკეთო, რომელიც აქამდე არ მიკეთებია“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი