„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გაგრძელებას არ აპირებს, შესაბამისად, მისი თქმით, უშიშროების საბჭოს მდივნობასაც გამორიცხავს.
პარტიიდან წასულ სხვა ლიდერზე კი ალასანია ამბობს, რომ ისინი პოლიტიკური პასუხისმგებლობისგან თავისუფლები არიან და საკუთარ გადაწყვეტილებაზე თავად არიან პასუხისმგებლები.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
„არ ვაპირებ არანაირ სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გაგრძელებას. რაც შეეხება სხვებს, ეს მათ ჰკითხეთ. ყველა თავისუფალია საკუთარ არჩევანში. ვინც დატოვა პოლიტიკური პარტია, თავისუფალია პოლიტიკური ვალდებულებებისგან. ჩვენ ვართ მეგობრები, მაგრამ ვალდებულებებისგან ისინი თავისუფლები არიან. წინასწარ ნუ განვსჯით, თუ ასეთი რამე მოხდა, მერე თავად გააკეთებენ კომენტარს, ყველა საკუთარ გადაწყვეტილებაზეა პასუხისმგებელი“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მან აღნიშნა, რომ რომ საკუთარი ძალების მოსინჯვას საერთაშორისო ურთიერთობების განხრით აპირებს.
„არანაირად არ ვხედავ ჩემს თავს სახელმწიფოს სამსახურში, მე გამოვრიცხავ და ალბათ შეთავაზებაც არ იქნება. მგონია, რომ მეტი შესაძლებლობა მომეცემა, ვაკეთო უფრო მნიშვნელოვანი საქმე. მე ისეთ საქმეს გავაკეთებ, რომელიც აუცილებლად გამოადგება საქართველოს მომავალში, გამოადგება საქართველოს შერიგებისთვის, აფხაზებთან ცხინვალის მოსახლეობასთან. შეიძლება, ეს საზღვარგარეთ საქმიანობაც იყოს. მე მინდა, ჩემი საერთაშორისო კონტაქტები ავამოქმედო და რეალიზება გავუკეთო ამ ურთიერთობებს. არა როგორც სახელმწიფო მოხელემ, არამედ როგორც კერძო პირმა“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.