ნიკა გვარამია: ჩრდილოეთ კორეა ვხდებით ჩვენი საკონსტიტუციო უმრავლესობით და არაფორმალური ლიდერით
19-10-2016, 04:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დარწმუნებულია, რომ „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება, თუმცა მიიჩნევს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს რეალობა არ დადგეს.

 

 

ამის შესახებ მან გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ მეორე ტურში ის პრორუსული პარტიების გარდა, ყველას მისცემდა ხმას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ.

 

 

„საკონსტიტუციო უმრავლესობა განაჩენი იქნება „ქართული ოცნებისთვის“, იმდენად დიდი გამოწვევა იქნება მათთვის, რომელსაც ვერ უპასუხებენ. „ქართული ოცნების“ სიას თუ გადახედავთ, ეს არის მეორედ მოსვლა. ესენი არიან კომიკური ფიგურები, არაკვალიფიციური, ერთადერთი ნიშნით შერჩეული, რომ ისინი არიან ბრმადმორწმუნე ბიძინისტები. შედგება ეს კონსტიტუციური უმრავლესობა, შეასრულებს ბრმად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს, მათ შორის პრეზიდენტის არჩევის ახალ წესს დაამკვიდრებს და ვადამდე შეიყვანს მას ძალაში და ვადამდე უფლებამოსილებას შეუწყვეტს პრეზიდენტს. ექნება ყველანაირი მცდელობა, რომ გაანადგუროს „რუსთავი 2.“ ჩვენ, უბრალოდ, ჩრდილოეთ კორეა ვხდებით ჩვენი საკონსტიტუციო უმრავლესობით და არაფორმალური ლიდერით“, - განაცხადა ნიკა გვარამია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი