ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღობისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
როგორც საქმის პროკურორმა, ანა სიგუამ პროცესზე განმარტა, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვაში იმყოფებოდა, არსებობს საფრთხე, რომ მან თავი აარიდოს მართლმსაჯულებას და სცადოს მტკიცებულებების განადგურება. პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ბრალდებულისგან ორსულადაა და გამორიცხული არაა, თავისუფლებაზე ყოფნის შემთხვევაში ბრალდებულმა რაიმე სახის ზემოქმედება მოახდინოს ამ ადამიანზე.
ბრალდებულ გიორგი მურჯიკნელს ადვოკატი არ ჰყავდა, თუმცა ის პროკურატურის მოთხოვნას არ დაეთანხმა და სასამართლოს მისი გათავისუფლება გირაოს 1000 ლარის შეფარდების საფუძველზე მოსთხოვა.
მოსამართლის განმარტებით, ბრალდებულს მძიმე დანაშაულის ჩადენაში ედება ბრალი და იქედან გამომდინარე, რომ მან დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვა სცადა, ეს ამყარებს წინასწარი პატიმრობის შეფარდების საფუძველს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.