პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი მანანა კობახიძე “ქართული ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაძლო მოპოვესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
მისი შეფასებით, ამ საკითხთან დაკავშირებით, "აჟიოტაჟი და ვნებათაღელვა ხელოვნურად არის შექმნილი", რაც მისივე აზრით, ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.
”აჟიოტაჟი, ვნებათაღელვა ხელოვნურად არის შექმნილი ”ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რაც არჩევნების მეორე ტურის მიზნებს ემსახურება. მათ საარჩევნო კამპანიისთვის გარკვეული თემების წამოწევა სჭირდებათ. თემა იმის შესახებ, რომ პარლამენტში ”ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა საფრთხეს წარმოადგენს, ხელოვნურად არის აგორებული, რათა ამომრჩეველი შეცდომაში შეიყვანონ და რაღაც შიშების შექმნით დააბნიონ. სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც დღეს რაღაც მოწოდებებით გამოდის, არასდროს გამოუთქვამს პრეტენზია, როცა ”ნაციონალური მოძრაობა“ იყო საკონსტიტუციო უმრავლესობით ხელისუფლებაში, ასეთი შემადგენლობით მართავდა ქვეყანას და არაერთი სერიოზული შეცდომა დაუშვა. მათ კონსტიტუცია პირდაპირ მოიგეს საკუთარ თავზე, მაგრამ ასეთი მოწოდებები არ გვახსოვს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ისეთი პოლიტიკური ძალის ხელშია, რომლის გაცხადებული კურსია ნულოვანი ტოლერანტობა, ”მეტი დაკავებული - მეტი პრემია”, ”ხელი არ აგიკანკალდეთ, ისე ესროლეთ”, გვამების პირდაპირი შეკვეთა და სპეცოპერაციების დროს ადამიანების სოცოცხლის ხელყოფა. ზოგადად, ასეთი პოლიტიკური ძალის ხელში ხელისუფლების თავმოყრა არის საფრთხე, მით უფრო ისეთი უმრავლესობით, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგოს. საკონსტიტუციო უმრავლესობა იმ პოლიტიკური ძალის ხელში, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საკუთარ პრიორიტეტად ადამიანის უფლებების დაცვას, სიცოცხლის უფლებას აცხადებს და ყველაფერს აკეთებს ამ უფლებების რეალიზებისათვის, მისთვის საკონსტიტიცოიო უმრავლესობა არის რეფორმების გატარებისა და კონსტიტუციაში ხარვეზიანი ნორმების შეცვლის შესაძლებლობა”, - განაცხადა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.