"ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა არ იგეგმება.
მისი თქმით, პარლამენტის თბილისში გადატანა "უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება" იქნება.
„მე მხარს არ ვუჭერ ქუთაისიდან პარლამენტის გადმოტანას, შესაძლებელია, თავის დროზე გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მისი გადატანა არ იყო დაკავშირებული ქუთაისის, როგორც პოლიტიკური ცენტრის განვითარებასთან, მაგრამ ასევე უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იქნება, როდესაც იქ უკვე არის გარკვეული ინფრასტრუქტურა, გარკვეული ტრადიცია შექმნილი, პარლამენტის უკან გადმოტანა, ამის გაკეთებას არც არავინ აპირებს. ქუთაისში პარლამენტის გადატანამ გააჩინა ეკონომიკური აქტივობები, ზოგი დასაქმდა პარლამენტში, ზოგმა ბინა გააქირავა, ეს თავად ქუთაისისთვისაც არის პრესტიჟი, როდესაც შენს ქალაქშია უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, სადაც შეგიძლია შენი პრობლემები დააფიქსირო“, - განაცხადა ნარჩემაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.