“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არჩევნების მეორე ტურისთვის იწყებს კამპანიას - "+1"
19-10-2016, 04:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მხარდამჭერებს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურში, მათ დაარწმუნონ ერთი ადამიანი მაინც, რომ მხარი “ნაციონალურ მოძრაობას” დაუჭირონ.

 

 

პარტიის ახალი კამპანიის შესახებ განცხადება გიორგი კანდელაკმა გააკეთა.

 

 

“ჩვენ გავდივართ მეორე ტურებზე და ვაპირებთ, ვიბრძოლოთ ბოლომდე. ჩვენ გვაქვს კამპანია - "+1". ჩვენ მივმართავთ იმ 500 000 ადამიანს, რომელმაც “ნაციონალურ მოძრაობას” მისცა ხმა, მივმართავთ თხოვნით, რომ მათ ერთი ადამიანი, რომელიც არ ყოფილა არჩევნებზე, ან “ნაციონალური მოძრაობისთვის” არ მიუცია ხმა, დაარწმუნოს, რომ აუცილებელია მეორე ტურში მოსვლა და პროდასავლური ოპოზიციისთვის მხარის დაჭერა. ჩვენ ამას ვაკეთებთ, რადგან ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას არა მხოლოდ იმ ნახევარი მილიონი ადამიანის წინაშე, ვინც მხარი დაგვიჭირა, არამედ ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელმაც პროდასავლურ ძალებს დაუჭირა მხარი და გვაკისრია პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის წინაშე", - აღნიშნა კანდელაკმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი