გიორგი აბაშიშვილი: პრეზიდენტი მიესალმება პრემიერ მინისტრის ინიციატივას და მზადაა, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად, დააფუძნოს სამუშაო ჯგუფი
19-10-2016, 05:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება პრემიერ მინისტრის ინიციატივას და მზადაა, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად, დააფუძნოს სამუშაო ჯგუფი პრეზიდენტის, პრემიერ მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობით, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა.

 

 

"ჩვენ მივესალმებით საქართველოს პრემიერ მინისტრის ინიციატივას, საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების თაობაზე შეიქმნას სამუშაო ჯგუფი. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული განცხადების სულისკვეთება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ხსენებულ თემაზე სპეკულაციების დასრულებას და ამავდროულად მოხსნის ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს.

 

 

ასევე, ჩვენ სრულიად ვიზიარებთ იდეას, რომ აღნიშნულ ჯგუფს უნდა ჰქონდეს ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფო მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, რომელიც ამავდროულად არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, მზად არის დააფუძნოს აღნიშნული სამუშაო ჯგუფი, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობით. ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე დავიწყოთ კონსულტაციები აღნიშნული სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესსა და სტრუქტურაზე. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ წინა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის გამოცდილება იმისათვის, რომ აღნიშნული ახალი საკონსტიტუციო სამუშაო ჯგუფი არ იყოს ისეთივე არაეფექტიანი, როგორც ეს წინა საკონსტიტუციო კომისია იყო“, - აღნიშნა აბაშიშვილმა.

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სპეციალური ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის.

 


როგორც პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ ჯგუფმა საზოგადოების თითოეული წევრის ფართო ჩართულობით უნდა განახორციელოს ისეთი ცვლილებები, რომ ვეღარავინ მოახერხოს ხელისუფლების კონცენტრირება და უზურპაცია.

 

 

"რაც შეეხება კონსტიტუციას, ჩვენ მივიღეთ მემკვიდრეობად ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია. აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ძალიან ფართო ჩართულობით მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ ვერავინ მომავალში ვეღარ მოახდინოს ხელისუფლების კონცენტრირება და უზურპირება; ეს იყოს ერთხელ და სამუდამოდ ნამდვილად ევროპული, დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია, მაგრამ ეს არ იქნება ის, რომ ჩვენ ახალ პარლამენტში პირველ რიგში დავეტაკებით და ამ საკითხით ვიქნებით დაკავებული ყველანი. რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში, აქ სიჩქარე არ ივარგებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი