ირაკლი კობახიძე პრემიერის ინიციატივაზე: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია გადაისინჯოს ფართო ჩართულობით, ფართო კონსესუსის საფუძველზე
19-10-2016, 05:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია გადაისინჯოს ფართო ჩართულობით, ფართო კონსესუსის საფუძველზე და სწორედ ამისათვის, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, - აცხადებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე პრემიერ მინისტრის ინიციატივასთან დაკავშირებით.

 

 

კობახიძე მიიჩნევს, რომ სამუშაო ჯგუფი აუცილებლად შეიქმნება. 

 


"ეს შეიძლება იყოს კომისია ან სხვა მსგავსი ფორმატი, რაზეც დღეს ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა. ეს სამუშაო ჯგუფი აუცილებლად შეიქმნება. კიდევ ერთხელ, ფართო კონსესუსის საფუძველზე უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არცერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება არ გვაქვს კონსტიტუციის არც ერთ ნორმასთან მიმართებით.

 


საჭიროა მუშაობა თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით. ცვლილებები შეიძლება შეეხოს ცალკეულ ნორმას, შეიძლება შეეხოს მთელ რიგ ზოგად საკითხებს. რაც შეეხება მმართველობის ფორმას, მმართველობის ფორმას არა მგონია შეეხოს ძირეული ცვლილებები. ჩვენ გადავედით არსებითად საპარლამენტო მოდელზე და ვფიქრობთ, რომ სამუშაო ჯგუფში შევჯერდებით დაახლოებით ისეთივე მმართველობის ფორმაზე, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. მთავარია, რომ დაიხვეწოს საქართველოს კონსტიტუცია. არაერთი ნორმა არის დასახვეწი ჩვენს კონსტიტუციაში.

 

 

გახსოვთ, რომ 2010 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის თავს და პირადად მიხეილ სააკაშვილს მოარგო ეს დოკუმენტი და საჭიროა ცვლილებების შეტანა, რათა დაიხვეწოს დოკუმენტი და რათა იყოს უზრუნველყოფილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპი ჩვენი კონსტიტუციით. ეს არის მთავარი ამოცანა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სამუშაო ფორმატი იყოს, როგორც, ასე ვთქვათ, სათანადო ჩართულობით უზრუნველყოფილი, ასევე უნდა იყოს ეფექტიანი. ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ერთი და მეორე მიზანი და ამის ყველანაირი საშუალება არსებობს.

 


ძალიან მნიშვნელოვანია ფართო ჩართულობა ყველა დაინტერესებული სუბიექტის. აქ იგულისხმება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ასევე იგულისხმებიან ექსპერტული წრეების წარმომადგენლები, იგულისხმებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიები, როგორც საპარლამენტო ისე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები. ყველას ჩართულობით უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია. გარდა ამისა, უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი პროცედურები, რომლებიც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევჯერდეთ პროექტზე და ეს პროექტი შემდგომ იქნება, რა თქმა უნდა, გატანილი პარლამენტის სხდომაზე და საბოლოო ჯამში პარლამენტი დაამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროექტს", - განაცხადა კობახიძემ, რომლის კომენტარსაც "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სპეციალური ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოდის.

 


როგორც პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ამ ჯგუფმა საზოგადოების თითოეული წევრის ფართო ჩართულობით უნდა განახორციელოს ისეთი ცვლილებები, რომ ვეღარავინ მოახერხოს ხელისუფლების კონცენტრირება და უზურპაცია.

 

 

"რაც შეეხება კონსტიტუციას, ჩვენ მივიღეთ მემკვიდრეობად ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია. აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ძალიან ფართო ჩართულობით მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ ვერავინ მომავალში ვეღარ მოახდინოს ხელისუფლების კონცენტრირება და უზურპირება; ეს იყოს ერთხელ და სამუდამოდ ნამდვილად ევროპული, დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია, მაგრამ ეს არ იქნება ის, რომ ჩვენ ახალ პარლამენტში პირველ რიგში დავეტაკებით და ამ საკითხით ვიქნებით დაკავებული ყველანი. რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში, აქ სიჩქარე არ ივარგებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი