სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში წამალდამოკიდებული მსჯავრდებულებისთვის სპეციალური პროგრამის - „ატლანტისის“ პირველი, სარეაბილიტაციო ეტაპი დასრულდა.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 4 თვიან პროგრამაში 11 ქალი მსჯავრდებული იყო ჩართული, რომელთაც სარეაბილიტაციო ეტაპის დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცათ.
მათივე ცნობით, „ატლანტისი“ ბევრ ქვეყანაში აპრობირებული პროგრამაა და მისი მიზანია წამალდამოკიდებულების დაძლევა. პროგრამაში ჩართული პირებისთვის დაწესებულებაში ცალკე სივრცე მოეწყო, რომელიც სათანადოდ არის აღჭურვილი. ნარკოდამოკიდებულ მსჯავრდებულებთან სპეციალურად გადამზადებული ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები მუშაობდნენ.
„სარეაბილიტაციო პროგრამა „ატლანტისის“ პირველი ეტაპი დასრულდა, რომელიც მინესოტას მოდელით არის აწყობილი და ის წამალდამოკიდებული ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. პროგრამა მოიცავს ოთხთვიან სარეაბილიტაციო კურს. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები გადადიან შემდგომ ეტაპზე და გააგრძელებენ თვითდახმარების რეჟიმში მუშაობას. ანუ მსჯავრდებულები მინიმუმ კვირაში ერთხელ შეირკიბებიან, შეხვედრას სპეციალური ასისტენტი დაესწრება. პირველი ჯგუფის მუშაობამ ძალიან კარგად ჩაიარა. დაწესებულებაში უკვე მიმდინარეობს მეორე ჯგუფის მონაწილეების შერჩევა. რამდენიმე კვირაში შედგება „ატლანტისის“ მეორე ჯგუფი, რომლის მონაწილეებიც, ასევე, ოთხთვიან სარეაბილიტაციო პროგრამას გაივლიან“, - განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოადგილემ ინგა სარჯველაძემ.
პროგრამა „ატლანტისი“ საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ მხარდაჭერით ხორციელდება. N5 ქალთა დაწესებულების პარალელურად, აღნიშნული პროგრამა N2 დაწესებულებაშიც მოქმედებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.