უილიამ ლაჰიუ: არჩევნები ჩატარდა სამართლიანად, რაც საქართველოს ევროატლნატიკური კურსისთვის დიდი მიღწევაა
19-10-2016, 06:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, უილიამ ლაჰიუს განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოების შეფასებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, რაც საქართველოს ევროატლნატიკური ინტეგრაციის კურსისთვის დიდი მიღწევაა.

 

 

როგორ ლაჰიუმ აღნიშნა, არჩევნებს გარკვეული პრობლემები ახლდა, მაგრამ არჩევნების დროს ამაში უჩვეულო არაფერია. მისი ცნობით, დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, მათ შორის აშშ-შიც, პერიოდულად იჩენს თავს მსგავსი პრობლემები.

 

 

„საერთაშორისო საზოგადოებამ შეაფასა არჩევნები, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. არჩევნებს თან სდევდა გარკვეული პრობლემები, მაგრამ არჩევნების დროს ამაში უჩვეულო არაფერია. დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, მათ შორის აშშ-შიც, პერიოდულად იჩენს თავს მსგავსი პრობლემები. ამიტომ, საკითხი იმაშია, რომ ხელისუფლება დგამს გამჭვირვალე ნაბიჯებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ არჩევნები ჩატარდა სამართლიანად და ისეთი ინციდენტების გამოძიება, როგორიცაა ძალადობა, მიმდინარეობს სრულად და გამჭვირვალედ. ეს დიდი მიღწევაა საქართველოსთვის და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისთვის“, - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი