„ქართული ოცნების” ერთ-ერთი წევრის, მანანა კობახიძის განცხადებით, მისთვის ალოგიკური იყო, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამომრჩეველთა ხმების 27% მიიღო.
მისი თქმით, ყველა უნდა დაფიქრდეს, თუ რა სინდრომია, როცა ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი მოძალადეებს უჭერს მხარს.
„რა თქმა უნდა, უმჯობესი იყო მათ ამხელა პროცენტი არ მიეღოთ და თუ გნებავთ, იგივე „თავისუფალ დემოკრატებს“, ოპოზიციის სხვა პროდასავლურ პარტიებს ჰქონოდა ეს პროცენტი, კონსტრუქციულ ოპოზიციას და არა დანაშაულებრივ პოლიტიკურ ძალას. მაგრამ ეს არის მოცემულობა და ამაზეც უნდა დავფიქრდეთ, თუ რა სინდრომია, რა ფაქტორია, როცა ჩვენი ამომრჩევლის გარკვეული ნაწილი მოძალადეებს უჭერს მხარს. ჩვენ ამ ამომრჩევლის ხელისუფლებაც ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კეთილდღეობა, რაც ჩვენს პროგრამაშია, მათთვისაც იყოს უზრუნველყოფილი”, - განაცხადა მანანა კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.