რიგის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხის განხილვა არ იგეგმება
05-03-2015, 00:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ რიგის სამიტზე, რომელიც მაისში უნდა გაიმართოს, ევროკომისიას უკრაინასთან და საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხის განხილვა დაგეგმილი არ აქვს", განაცხადა იოჰანეს ჰანმა, ევროკომისიის წევრმა ევროპული მეზობლობის პოლიტიკის საკითხებში.

 


ამის შესახებ სტატიას რუსული გამოცემა „როსიისკაია გაზეტა“, ჟურნალისტ ვლადისლავ ვორობიოვის ავტორობით აქვეყნებს.

 

 

„გავიხსენოთ, რომ ერთი წლის წინ, უკრაინის რევოლუციის დროს, მაიდანზე სასწრაფოდ შეკრებილი ევროპელი მაღალჩინოსნები ერთხმად იფიცებოდნენ, რომ მათი პირველი ნაბიჯი უკრაინისათვის „შენგენის ზონის“ კარის გაღება იქნებოდა.

 


ქართველებს შენგენის ვიზების გაუქმებაზე უკვე დაახლოებით შვიდი წელია არწმუნებენ, მაგრამ, როგორც ამბობენ ხოლმე ასეთ შემთხვევვებში, „ურემის ისევ იქ დგას“. აშკარაა, რომ ქართველებს ბრიუსელის ფიცი-მტკიცისა უკვე აღარ სჯერათ, ახლა კი „ცივი შხაპის“ მიღების დრო უკრაინელებისთვისაც მოვიდა.

 


ბრიუსელში ოთხშაბათს გამართულ პრეს-კონფერენციაზე იოჰანეს ჰანმა დააზუსტა: „ამ მომენტისათვის საქართველოს სიტუაციის შესწავლა ჯერ მხოლოდ მეორე ეტაპზეა. ვნახოთ, როგორ შეასრულებს თბილისი [ევროკავშირის პირობებს], დაველოდოთ შედეგებს“. მისი თქმით, მომავალში (ანუ არცთუ ისე სწრაფად), როგორც ჩანს, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესება ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით მოხდება. „იგივე შეიძლება ითქვას უკრაინის შესახებაც“, - დაამატა იოჰანეს ჰანმა. არადა, ისიც გავიხსენოთ, თუ როგორ იყვნენ მზად უკრაინელი ახალგაზრდები ნაკუწებად ექციათ ყოველი ადამიანი, ვინც კი გონივრულ ეჭვს შეიტანდა ევროპელი პოლიტიკოსების დაპირებებში“ - წერს გამოცემა.

 

 

 

http://www.newspress.ge/uckhouri-presa/62341-rigis-samitze-saqarthvelosa-da-ukrainisathvis-uvizo-rezhimis-shemoghebis-sakithkhis-gankhilva-ar-igegmeba.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი