საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას მიიღებს ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფის (ECR) კონფერენციაში, რომელიც პოლონეთის ქალაქ კრაკოვში იმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2016 წლის 19 სექტემბერს მინისტრი სიტყვით გამოვა სამდღიანი სამუშაო სესიის პანელზე, რომელიც ვარშავის სამიტის შემდგომ ევროპის უსაფრთხოების საკითხებს შეეხება, საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძე ისაუბრებს, როგორც ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების, ასევე საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად აღნიშნულ პანელზე მიწვეულია ასევე პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ანტონი მაჩიერევიჩი.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართება მიხეილ ჯანელიძისა და ანტონი მაჩიერევიჩის პირისპირ შეხვედრა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმების ჯგუფის (ECR) შეხვედრაზე ევროპარლამენტის ვიცე სპიკერის რიჩარდ ჩარნიცკის პირადი მიწვევით მიემგზავრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.